მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა იმოქმედოთ, თორემ დარჩებით ისე... ეს 20 მარტამდე უნდა გააკეთოთ - კახა კალაძე - Palitra News

მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა იმოქმედოთ, თორემ დარჩებით ისე... ეს 20 მარტამდე უნდა გააკეთოთ - კახა კალაძე

2023-03-15 11:39:43+04:00

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები.