თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა იწვის - კადრები ადგილიდან - Palitra News

თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა იწვის - კადრები ადგილიდან

2023-03-15 14:06:51+04:00

თბილისის მერიის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ამ წუთებში სახანძრო დახმარების ეკიპაჟი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

ადგილზე მყოფების ცნობით, არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.