სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვების გამო, სამართალდამრღვევად ცნეს და დაჯარიმდა - Palitra News

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვების გამო, სამართალდამრღვევად ცნეს და დაჯარიმდა

2023-03-15 15:28:29+04:00

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა. უწყების განმარტებით, კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გასაჯაროვდა მაღალი საჯარო ინტერესის დასაცავად. თუმცა, მონაცემების დამუშავების კანონიერებისათვის აუცილებელია მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვაც. შესაბამისად, სააკაშვილის საკვების მიღების ამსახველი ეპიზოდის, სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირების გარეშე ვიდემასალის ჩაწერის ფაქტებსა და სხვა შემთხვევების გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.