პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, ოფიციალურმა ვარშავამ რამდენიმე ქვეყნიდან „მკაფიო განცხადებები“ მიიღო, რომლებსაც მზაობა აქვთ უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადასცენ - Palitra News

პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, ოფიციალურმა ვარშავამ რამდენიმე ქვეყნიდან „მკაფიო განცხადებები“ მიიღო, რომლებსაც მზაობა აქვთ უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადასცენ

2023-03-15 20:18:25+04:00

პოლონეთმა რამდენიმე ქვეყნისგან „მკაფიო განცხადებები“ მიიღო, რომლებსაც მზაობა აქვთ უკრაინას MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადასცენ. ინფორმაცია პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა გაავრცელა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია ზუსტად უკრაინის რომელ პარტნიორ ქვეყნებს გულისხმობდა. პრეს-სპიკერის განცხადებამდე, გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინისათვის MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მომდევნო 4-6 კვირის განმავლობაში შესაძლო გადაეცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. უცვლელია, შეერთებული შტატების პოზიციაც, რომელიც ადასტურებს, რომ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგება.