თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების წინა სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის, 14 სტუდენტი უნივერსიტეტის საიუბილეო ვერცხლის მონეტებით დაჯილდოვდა - Palitra News

თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების წინა სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის, 14 სტუდენტი უნივერსიტეტის საიუბილეო ვერცხლის მონეტებით დაჯილდოვდა

2023-03-16 09:09:45+04:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების წინა სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის თსუ-ს 14 სტუდენტი უნივერსიტეტის საიუბილეო ვერცხლის მონეტებით დაჯილდოვდა.

წარჩინებულ სტუდენტთა გამოვლენის მთავარი კრიტერიუმები აკადემიურ მოსწრებასთან ერთად მათი სამეცნიერო აქტივობები იყო.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმატებული სტუდენტების გაგზავნას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გეგმავს.