თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

2023-03-16 09:14:19+04:00

თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიური უბედურების შედეგად დაკარგულად 5 ადამიანი მიიჩნევა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონში 160-ზე მეტი მაშველია გაგზავნილი.

წყალდიდობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მოწყობილი კარვებიც დააზიანა, სადაც ასობით ადამიანი ცხოვრობს. თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 48 500-მდე ადამიანი დაიღუპა.