"ერთიანი ოპოზიციური საბჭო" - რა შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას - Palitra News

"ერთიანი ოპოზიციური საბჭო" - რა შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას

2023-03-16 15:09:05+04:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ოპოზიციური საბჭოს" შექმნის იდეით გამოდის. მარგველაშვილი აცხადებს, რომ საკოორდინაციო შტაბის მიზანი საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება და „ოცნების“ მთავრობის ვადამდელი არჩევნების გზით შეცვლა უნდა იყოს.

მარგველაშვილის განცხადებას მიესალმება ოპოზიციის ერთი ნაწილი, თუმცა განმარტავენ რომ ამ საკითხს მეტი დაფიქრება და მსჯელობა სჭირდება.