საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანელ კოლეგას უმასპინძლებს - Palitra News

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანელ კოლეგას უმასპინძლებს

2023-03-16 16:05:15+04:00

რამდენიმე საათში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი- ჯეიმს კლევერლი ეწვევა. მას ქართველი კოლეგა, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში, კლევერლი მთავრობის მეთაურს შეხვდება. ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.