თავდაცვის სამინისტრო მოსწავლეებისთვის ახალი პროექტის - "ჯარის ბანაკის" დაწყებისთვის ემზადება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.
„ჯარის ბანაკი“ ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა და მასში მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ.
თავდაცვისა და განათლებისა მინისტრების მოადგილებმა, გრიგოლ გიორგაძემ და თამარ მახარაშვილმა ბანაკის ინფრასტრუქტურა პირადად მოინახულეს და სამხედროებთან ერთად თითოეული დღის პროგრამის შედგენაზე იმსჯელეს.