"TI-საქართველოს" განცხადებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭირვალე რეჟიმში იღებს - Palitra News

"TI-საქართველოს" განცხადებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭირვალე რეჟიმში იღებს

2023-03-17 15:48:57+04:00

საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭირვალე რეჟიმში იღებს. ამის შესახებ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, ბოლო 2 წელია ხელისუფლება გადაწყვეტილებებს დახურულ რეჟიმში ღებულობს და საზოგადოების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად აღარ გრძნობს. ორგანიზაცია ეჭვობს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვაა.