თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო - Palitra News

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო

2023-03-17 20:02:18+04:00

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოში პარტია „ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათები” დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა.