მიხეილ სააკაშვილი - ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე

2023-03-17 20:30:13+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროგრესის მიღწევა რიგგარეშე არჩევნების გარეშე წარმოუდგენელი იქნება. ექსპრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების შეცვლისთვის საჭიროა გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა არის რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა.