დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილებაზე - ეს ქვეყნები, როგორც ჩანს, არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციით არიან დაკავებული - Palitra News

დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილებაზე - ეს ქვეყნები, როგორც ჩანს, არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციით არიან დაკავებული

2023-03-17 20:37:33+04:00

სლოვაკეთისა და პოლონეთის მხრიდან უკრაინისათვის მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემას კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. პესკოვმა ეს ნაბიჯი მოძველებული და არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციად შეაფასა. მისივე თქმით, ეს იმის მაგალითია, თუ როგორ ზრდიან ნატო-ს წევრები კონფლიქტში უშუალო ჩართულობის დონეს.