ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა - Palitra News

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

2023-03-18 12:46:27+04:00

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები ოფიციალურად გასცა.

ჰააგის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალიან ძლიერი პოზიცია უწოდა. ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“.