ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ - Palitra News

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ

2023-03-18 12:55:19+04:00

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ახალგაზრდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლეს.

მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია ჩატარდა, რის შემდეგაც მათ დაათვალიერეს აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურა. ამასთან, მოხალისეთა წარმომადგენლებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.