პალიტრა ჯგუფის შვილობილი კომპანია „ვაინპაკი“ პორტუგალიურ კომპანიას მასპინძლობს - Palitra News

პალიტრა ჯგუფის შვილობილი კომპანია „ვაინპაკი“ პორტუგალიურ კომპანიას მასპინძლობს

2023-03-18 15:46:44+04:00

ღვინო სარეკლამო პალიტრა ჯგუფის შვილობილი კომპანია „ვაინპაკი“ ღვინისა და მაღალ ალკოჰოლური სასმელების საცობების მწარმოებელ პორტუგალიურ კომპანიას „პორტუგალია კორკის“ მფლობელს, რამირო ბაპტისტას საქართველოში მასპინძლობს.

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში პორტუგალიელი სტუმარი, ვაინპაკის წარმომადგენლებთან ერთად, 70-ზე მეტ ღვინის მწარმოებელს თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში, და კახეთის რეგიონში შეხვდა. შეხვედრებზე რამირო ბაპტისტამ ქართველ მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და გამოცდილება გაუზიარა.

პორტუგალიელმა სტუმარმა ისაუბრა ახალ ტექნიკური ტიპის ღვინის საცობებზე, რომლებზეც მუშაობა, ამ დროისთვის მიმდინარეობს და მათი შეძენა მეღვინეებს ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ. პორტუგალია კორკი აწარმოებს როგორც ნატურალურ, ასევე აგლომირებულ და ტექნიკური ტიპის საცობებს.

რამირო ბაპტისტა ამბობს, რომ საქართველო მისთვის საინტერესო ბაზარია და პალიტრა ჯგუფის შვილობილ კომპანია ვაინპაკთან ერთად, მას დიდი მიზნები აქვს. რაც შეეხება კომპანია ვაინ პაკს, ის პალიტრაჯგუფის შვილობილ სხვა კომპანიებთან - კოლორჯგუფთან და ნიუპაკთან ერთად, ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით, საცობებს, ბოთლებს, ეტიკეტებს, ჩაჩებსა და ყუთებს სთავაზობს.