ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა - Palitra News

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა

2023-03-18 19:52:11+04:00

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ჩავიდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა სევასტოპოლში ხელოვნების სკოლა და ბავშვთა ცენტრი მოინახულა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიიდან ცხრა წელი გავიდა.