უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის დამცველებმა, ოკუპანტების თავდასხმის დროს, „შაჰედის“ ტიპის 20 დრონი გაანადგურეს - Palitra News

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის დამცველებმა, ოკუპანტების თავდასხმის დროს, „შაჰედის“ ტიპის 20 დრონი გაანადგურეს

2023-05-20 12:44:11+04:00

უკრიანაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის დამცველებმა, ოკუპანტების თავდასხმის დროს, „შაჰედის“ ტიპის 20 დრონი გაანადგურეს. რუსეთის გამოშვებული ყველა სამხედრო დრონი განადგურდა. ასევე გუშინ, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რა დროსაც კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის დნეპრის რაიონში ხანძარიც გაჩნდა.