ვოლოდიმირ ზელენსკი ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება

2023-05-20 12:45:58+04:00

ზელენსკი ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის განცხადებით, ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრის თემა იქნება აშშ-ის მიერ „თვითმფრინავების კოალიციის“ მხარდაჭერა. ერმაკმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის” სამიტში მიიღებს მონაწილეობას.