საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი ქარქაშაძე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბრობს და ამბობს, რომ მკაცრი კონტროლიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ვერცერთი სანქიცერებული კომპანია ვერ შემოვა.
მისივე განმარტებით, ტექნიკურ გაუმართავობასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ წარმოადგენს, რადგან ამ პროცესში ყველა საერთაშორისო ნორმა და სტანდარტი არის დაცული.
ქარქაშაძე აცხადებს, რომ საქართველო არ თანამშრომლობს არცერთ კომპანიასთან, რომელიც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმთელობას საფრთხეს უქმნის.