ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება!“ მიმდინარეობს - Palitra News

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება!“ მიმდინარეობს

2023-05-20 20:13:05+04:00

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია სახელწოდებით „რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება!“. გუშინდელის მსგავსად, აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დღესაც უცვლელია - რუსეთთან პირდაპირი ფრენები დაუყოვნებლივ შეწყდეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლა არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.