ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ პორტუგალიის საზღვართან გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას, რომელმაც 8 000 ჰექტარი ტყის მასივი უკვე გაანადგურა. სამუშაოებში ასევე ჩართულია ქვეყნის ჯარიც. სტიქიის ზონასთან ახლო მდებარე სამ დასახლებაში ევაკუაცია გამოცხადდა. ბოლო დროს ესპანეთში ხანძრები გახშირდა - მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში 500-მდე ხანძარი დაფიქსირდა.