ოპოზიცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების საქართველოში შემოშვებაზე სრულ პასუხსიმგებლობას ოცნების გუნდს აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნის ოჯახის ვიზიტი ერთის მხრივ ქვეყნის ღალატი და მეორეს მხრივ კი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.