რიში სუნაკი - უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა - Palitra News

რიში სუნაკი - უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა

2023-05-21 15:05:15+04:00

უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების წვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში ამ ზაფხულს დაიწყებს. ამასთან, სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყოფნას „ძალიან ძლიერი მომენტი“ უწოდა.