გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - Palitra News

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

2023-05-21 16:23:26+04:00

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება.