თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა - Palitra News

თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

2023-05-22 09:04:37+04:00

სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაში სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

თეა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს სახელმწიფოს პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო.