ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკას წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ტეროტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა. აქცია ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა. მასში ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში, მონასტრის ტერიტორიაზე 100-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.