დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, პასუხისგებაში 7 პირი მიეცა - Palitra News

დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, პასუხისგებაში 7 პირი მიეცა

2023-05-22 10:00:06+04:00

საგამოძიებო სამსახურმა პირთა ჯგუფი გამოავლინა, რომელიც კანონდარღვევით ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას ახდენდა. ბრალდებულებმა, გაწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი. მათი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი მიადგა.