გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 33-ე ტურში „კარლსუემ“ „კაიზერსლაუტერნი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიშ საქართველოს ნაკრების ფორმვარდმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, ბუდუ მოედანზე 70 წუთზე გამოვიდა და ცვლილებიდან 20 წამში პირველივე შეხებით გოლი გაიტანა და ეს მისი სადებიუტო გოლი გამოდგა. ქართველი ფორვარდი გერმანიაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და ძირითადში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, ქართველმა ფორვარდმა სულ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან მხოლოდ 2 ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში. ბუდუს გუნდი ამ მომენტისათვის ცხრილში მე-7 ადგილზეა და ბოლო ტურში ისინი 28 მაისს სტუმრად ზანკ პაულს დაუპირისპირდება.
შედეგიანი შეხვედრით კიდევ ერთმა ქართველმა ფორვარდმა გამოიჩინა თავი, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის 35-ე ტურში „აპოლონთან“ დუბლი შეასრულა, მაგრამ „აპოელს“ ეს გამარჯვებისთვის არ ეყო, შეხვედრა „აპოლონის“ გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა. გიორგი ქვილითაიას გარდა სასტარტო შემადგენლობაში იყო ლაშა დვალიც, ხოლო ბუბა დაუშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მატჩში ანგარიშ ქვილითაიმ 21-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა, თუმცა 30-ე წუთზე პიტასმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 70-ეზე „აპოლინი“ წინ გაიყვანა. მე-80 წუთზე ვარდამ მასპიძელთა უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა, მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში ქვილითაიამ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და დუბლიც შეასრულა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 3:2 დასრულდა.
ამ წაგებით „აპოელმა“ ერთი ტურით ადრე ჩემპიონობის შანსი დაკარდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატში 10 გოლი დაუგროვდა და ის თავისი გუნდის შემადგენლობაში ბომბარდირია.