იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კონსულტაციებს სრულ უნდობლობას უცხადებს - Palitra News

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კონსულტაციებს სრულ უნდობლობას უცხადებს

2023-05-22 15:13:31+04:00

საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კონსულტაციებს სრულ უნდობლობას უცხადებს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 არა მოსამართლე წევრის არჩევისთვის უნდა გაიმართოს. ორი არამოსამართლე წევრის არჩევისთვის ოთხი კანდიდატი რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე არიან წარდგენილი.