თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში მხარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს. თურქული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სინან ოღანი ხუთპუნქტიან პროტოკოლს მოაწერს ხელს და მხარდაჭერას ერდოღანს გამოუცხადებს. ამავე ცნობით, სინან ოღანი არა მხოლოდ განცხადებას გააკეთებს, არამედ იმ პუნქტებსაც გამოაცხადებს, რომლებიც მან პრეზიდენტ ერდოღანთან განიხილა.
არსებული ინფორმაციით, სინან ოღანმა მხარდაჭერის სანაცვლოდ თურქეთის პრეზიდენტს მოსთხოვა, არ შეცვალოს კონსტიტუციის პირველი ოთხი მუხლი, აღკვეთოს კონსტიტუციიდან თურქული იდენტობის ამოღების მცდელობა, იბრძოლოს ყველა სახის ტერორიზმთან, განახორციელოს თავშესაფრის მაძიებელთა ეტაპობრივი დეპორტაცია და საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკაში მეტი მოქნილობა უზრუნველყოს.