ოპოზიციის უარი ქართული ოცნების შემოთავაზებულ კონსულტაციებს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის უნდა გაიმართოს - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ოპოზიციის უარი ქართული ოცნების შემოთავაზებულ კონსულტაციებს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის უნდა გაიმართოს - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2023-05-22 19:08:01+04:00

ოპოზიციის უარი ქართული ოცნების შემოთავაზებულ კონსულტაციებს. საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი სრულ უნდობლობას უცხადებს კონსულტაციებს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის უნდა გაიმართოს. 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის ოთხი კანდიდატი რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე არიან წარდგენილი. რა განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და რა პოზიცია აქვს მმართველ პარტიას.