ბიზნესმენი ფადი ასლი  საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანებას რუსეთის მონობად აფასებს - რა განცხადებები გაკეთდა მმართველ და ოპოზიციურ პარტიაში - Palitra News

ბიზნესმენი ფადი ასლი  საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანებას რუსეთის მონობად აფასებს - რა განცხადებები გაკეთდა მმართველ და ოპოზიციურ პარტიაში

2023-05-22 19:12:02+04:00

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაერთიანებას რუსეთის მონობად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანამ ახლა არჩევანი უნდა გააკეთოს სურს რუსეთის მონობა თუ ამ ორი რეგიონოის გარეშე ევროკავშირის წევრობა. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიზნესმენის განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი გაერთიანებული საქართველოს ევროინტეგრაციაა. რაც შეეხება , მმართველ პარტიას, ისინი ფადი ასლის აღნიშნულ განცხადებას სამარცხვინოს და მონური მენტალიტეტის მქონე ადამიანის განცხადებას უწოდებენ. მოქალაქწეებს კი მოუწოდებენ მსგავში შინაარსის განცხადებების გაკეთებისაგან თავი შეიკაონ.