ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა - Palitra News

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა

2023-05-22 19:22:17+04:00

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა, რის გამოც რეგიონში ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ძაღლმა, რომელსაც ცოფი დაუდასტურდა, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაკბინა, რის შემდეგაც ძაღლი მოკვდა. ხონის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, თითოეული დაკბენილი მოქალაქე უკვე აცრილია.