საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატები“ გაიმარჯვა - Palitra News

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატები“ გაიმარჯვა

2023-05-22 19:33:18+04:00

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატები“ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი მაინც ვერ გადალახა. დათვლილ ხმათა 40,8% მიცოტაკისის პარტია „ახალმა დემოკრატებმა“ მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტია „სირიზამ“ – 20,1%.