ქვემო ქართლში მკვლელობა მოხდა - Palitra News

ქვემო ქართლში მკვლელობა მოხდა

2023-05-22 21:24:47+04:00

ქვემო ქართლში შუახნის მამაკაცი მოკლეს.

მკვლელობა გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, საქმეზე ორი პირია დაკავებული. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული.