კარანტინი ხონში - ცოფის ვირუსის გამო დაწყებულია ძაღლების ვაქცინაცია - Palitra News

კარანტინი ხონში - ცოფის ვირუსის გამო დაწყებულია ძაღლების ვაქცინაცია

2023-05-23 09:57:53+04:00

ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი ამოქმედდება, მიზეზი ცოფის ვირუსია. დაწყებულია მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება.ძაღლმა, რომელსაც ცოფი გუშინ საბოლოოდ დაუდასტურდა, გასულ კვირას სამი ბავშვი დაკბინა. ყველა მათგანს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაუკეთდა.