ევროპელი დეპუტატი მირიამ ლექსმანის სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს - Palitra News

ევროპელი დეპუტატი მირიამ ლექსმანის სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს

2023-05-23 12:55:27+04:00

ევროპელი დეპუტატი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს. მირიამ ლექსმანი twitter-ზე კობახიძის იმ კომენტარს აზიარებს, სადაც ამბობს, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების სტანდარტებს უხეშად ეწინააღმდეგება. მირიამ ლექსმანი წერს, რომ კობახიძე ექსპერტულ აზრს გვთავაზობს ადამიანის უფლებებზე, თუმცა არაფერ მსგავსს არ ამბობს გვარამიასა და სააკაშვილზე.