ოპოზიციის ნაწილი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს, ნაწილმა კი არც კი იცის რაზეა საუბარი - Palitra News

ოპოზიციის ნაწილი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს, ნაწილმა კი არც კი იცის რაზეა საუბარი

2023-05-23 15:09:36+04:00

ოპოზიციის ნაწილი მასშაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. პოლიტიკოსთა განმარტებით თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. თუმცა ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა არც კი იცის თუ რა აქციებზეა საუბარი და ინფორმაცია კონსულტაციების შესახებაც არ აქვთ.