იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 არამოსამართლე წევრია ასარჩევი - საპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს კვლავ უნდობლობას უცხადებს - Palitra News

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 არამოსამართლე წევრია ასარჩევი - საპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს კვლავ უნდობლობას უცხადებს

2023-05-23 15:17:35+04:00

საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ უნდობლობას უცხადებს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებს. ხელისუფლების ოპონენტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის ჩასატარებელ კონსულტაციებს ფარსს უწოდებენ და მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მმართველი პარტია კი ოპოზიციას საბოტაჟში ადანაშაულებს.