ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით და ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდა - Palitra News

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით და ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდა

2023-05-24 12:09:39+04:00

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით და ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. ”გრინსერვის+"-ის დირექტორის ადვოკატთა განცხადებით, ამ პროცესზე შუამდგომლობა დაგეგმილი არ არის.

ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ რაც უფრო მეტი მოწმე იკითხება, მით უფრო ცხადი ხდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. შესაბამისად, დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლის მათ გაამართლებს.