ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი საზღვაო ბრიგადები დაემატება და მათ თანამედროვე შეიარაღებასა და აღჭურვილობა მიეწოდებათ - ზელენსკი - Palitra News

ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი საზღვაო ბრიგადები დაემატება და მათ თანამედროვე შეიარაღებასა და აღჭურვილობა მიეწოდებათ - ზელენსკი

2023-05-24 12:20:50+04:00

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი საზღვაო ბრიგადები დაემატება და მათ თანამედროვე შეიარაღებასა და აღჭურვილობა მიეწოდებათ. ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები და მოკავშირეებთან დიალოგი გრძელდება, რაც მიზნად ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას გაძლიერების საშუალებას აძლევს.