დიმიტრი პესკოვი - კრემლი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოსკოვში შეხვედრა პროდუქტიული იქნება - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - კრემლი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოსკოვში შეხვედრა პროდუქტიული იქნება

2023-05-24 12:21:37+04:00

25 მაისს რუსეთის დედაქალაქში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოსკოვში შეხვედრა პროდუქტიული იქნება. მისივე თქმით, მოსკოვში ალიევსა და ფაშინიანს ვლადიმერ პუტინი უმასპინძლებს.