რა განცხადებები და გზავნილები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე? - Palitra News

რა განცხადებები და გზავნილები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე?

2023-05-24 15:19:19+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.პრემიერი ვრცელი სიტყვით გამოსვლის ფარგლებში ისეთ მნიშვნელოვან თემებს შეეხო, როგორიც რუსეთთან ფრენების აღდგენა, უკრაინაში მიმდინარე ომი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.