ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა - Palitra News

ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

2023-05-25 08:26:59+04:00

მომღერალი ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი მისი წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც BBC-ი წერს, ტერნერი, რომელსაც ხშირად “როკ-ენ-როლის დედოფლად” მოიხსენიებენ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა თავის სახლში შვეიცარიის ქალაქ ციურიხის მახლობლად.