ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს იცავდეს. მან ასევე რუსეთის აგრესიული ქმედებების კონტექსტში საქართველოს მაგალითზეც ისაუბრა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაწყებულა და როგორც მინიმუმ, 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო.