მედია - მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხანძარი გაჩნდა - Palitra News

მედია - მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხანძარი გაჩნდა

2023-05-25 09:32:38+04:00

მოსკოვის ცენტრში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფრუნზენსკაიას სანაპიროზე მდებარე თავდაცვის სამინისტროს შენობაში, ერთ-ერთ აივანზე ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

მანამდე, „ტელეგრამ“ არხმა "Осторожно, новости"-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან კვამლი დაფიქსირდა და ჰაერში უცნაური მძაფრი სუნი დატრიალდა.