მსახიობი რეი სტივენსონი გარდაიცვალა - Palitra News

მსახიობი რეი სტივენსონი გარდაიცვალა

2023-05-25 12:07:34+04:00

ბრიტანელი მსახიობი რეი სტივენსონი 58 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

სტივენსონი ცნობილია როლებით ისეთ სურათებში, როგორებიცაა Marvel-ის „თორი“, „დივერგენტი“, „მუშკეტერები“; სერიალებში „რომი“, „ვიკინგები“, „დექსტერი“ და ა.შ. ის ასევე ახმოვანებდა გარ საქსონს ანიმაციურ სერიალში „ვარსკვლავური ომები: მეამბოხეები“.