ქართველი მეღვინე ქალები ლონდონში საკუთარ პროდუქციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგენენ. ღონისძიება ბრიტანელი ღვინის მაგისტრის სარა ებოტის ორგანიზებით იმართება.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლონდონში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იმართება, რომლის ფარგლებშიც, 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ღვინის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები ეცნობიან.
ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი აქტივობების განხორციელებას და მის ფარგლებში, უშუალოდ ქართველი ქალი მეღვინეების საქმიანობის ხელშეწყობას, რაც ემსახურება დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით.