ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2023-05-25 15:17:59+04:00

კატარში, ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ე.წ. მეორე ფრონზე და მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც გაამახვილა ყურადღება. ოპოზიციის შეფასებით, ღარიბაშვილის გზავნილებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და მათი რეალური მიზანი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.